Friday, Sep 10th

Last update07:54:58 AM GMT

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
You are here::

ბოლო `სტომეტროვკაც~

E-mail Print PDF
There are no translations available.

"ბოლო "ტომეტროვკაც" და საქართველო გადარჩება"" 


შევარდნაძის შემდეგ გარდაქმნის პროცესები, როგორც მოსალოდნელი იყო, მკვეთრად დაჩქარდა. ახალი აღმშენებელი იმიჯისთვის საჭირო, თითქმის პოპულისტურ ნაბიჯებთან ერთად აუცილებელი, მაგრამ არაპოპულარული ნაბიჯებიც გაბედულად გადაიდგა.
ბევრი ფიქრობდა, ახალგაზრდა და არასაკმარისად გამოცდილი ხელისუფლება ქვეყანას პირველივე ნაბიჯებზევე თუ უფსკრულში არა, რაიმე ღრმა ორმოში უთუოდ ჩააგდებდა. ეს პროგნოზი არ გამართლდა. ახალი სტარტი, შეცდომების მიუხედავად, ცივილიზებულმა მსოფლიომ მოიწონა და დახმარების მეტი მზადყოფნა გამოხატა.
მთელი ქვეყნის და ხელისუფლების ძალისხმევით, ფინიშის პირველ ნიშნულამდე _ ნატოსა და ევროკავშირის ხაზის გადაკვეთამდე, უკვე მართლა ბოლო 100 მეტრი ანუ ე.წ. ბოლო `სტომეტროვკაღა~ დარჩა გასარბენი. ახლა მტრის ყველა იარაღი ჩვენზეა დამიზნებული, რომ ფეხი მოგვტეხონ ან სულაც თავი წაგვაცალონ.
ცხადია, ამ ექსტრემალურ პერიოდში ხაფანგებმა და ნაღმებმაც ჩვენს გზებზე მკაფიოდ იმატა.
ერთ-ერთ პირველ რიგში აუცილებლად ვთვლი მტრის უმთავრეს იარაღზე, კერძო საკუთრების ჯერ ნორჩი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ქვეშ შემოცურებულ ნაღმზე საუბარს.
ბოლო პერიოდში ამ თემაზე ატეხილმა ხმაურმა გამოაჩინა, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც სამწუხაროდ ვერ ხედავს ამ ტიპის ნაღმის ჩადების ნამდვილ დამკვეთს და ვერც მისი აფეთქების შემთხვევაში მოსალოდნელი ზიანის მასშტაბს. ორივე მხარე იმედია ნებით არა, მაგრამ მისდაუნებურად, იშვიათი გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ფაქტობრივად მუდმივად ეხმარება მზაკვარ მტერს `მიჯაჭვული ამირანის ჯაჭვის გამაგრებაში~.
დიდი კვლევა და ინსტიტუტების დასაქმება (თუმცა ალბათ არც უამისობაა) არ სჭირდება მტერს იმ დასკვნისათვის, რომ დღეს საქართველოში, ისევე, როგორც მთელ რიგ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, საკუთარი ეკონომიკისა და პოლიტიკის ანუ თავისუფლების საყრდენი ამ ახალი დედაბოძის შერყევა ადვილია. ჯერ კიდევ მრავალრიცხოვან აგენტურასაც თუ იყენებენ და პროცესს ფარულადაც აფინანსებენ, მაშინ არ უნდა გვიკვირდეს, რომ კერძო მესაკუთრეებს, ადვილად და მასობრივად, თანაც ფაქტობრივად საკუთარი ხელისუფლების მხრიდანვე (მათი დარწმუნების ან სხვადასხვა დონეზე მოსყიდვის გზით), ხშირად ჩუმად ექმნებათ პრობლემები.
უკვე შემდეგ ეტაპზე, როცა პირველი ეტაპის ჩუმი მცდელობები მაინც გახმაურდება და შეფერხდება, არაკეთილმოსურნეთათვის ხელსაყრელია, მესაკუთრეთა უფლებების რღვევის ფაქტების, როგორც ჩვენი პოლიტიკური თვალთმაქცობის უტყუარი დასტურის ახლა უკვე ხმამაღლა დაფიქსირება. მათი მხრიდანვე პროვოცირებულ ჩვენ შეცდომებს სწორედ ფინიშის ხაზზე, ნატოსა და ევროსტრუქტურების კარებში შესვლისას `ფეის კონტროლივით~ (უფრო სწორად `ამირანის მჭედელივით~) დაგვახვედრებენ და შესაძლოა ბოლოში მისულები ხელისუფლების თვითნებობის რაიმე უტყუარი ფაქტების გამო სულ პანღურებით გამოგვაბრუნონ უკან.
მოკლედ მოტივი და ნიადაგი არსებობს, ხაფანგი კი იმის ხაფანგია, ბოლომდე ვერ მიხვდე რა ხდება.
მოპარულის ჩუმად ჭამაში დაოსტატებულ პოსტკომუნისტურ საზოგადოებას ღიად წარმოდგენილი ნებისმიერი სიმდიდრე ნაკლად, სიღარიბე (თვით ღარიბი პიროვნების თუ არა, ხელისუფლების უგუნურობის უტყუარი ნიშანი) კი დადებით ტონად მიაჩნია. ამ ფონზე პოლიტიკური განწყობის მანიპულირება მოხერხებულად შეიძლება. ვთქვათ, თუ მოხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების ნებისმიერი 1%-ის `წართმევა~, ჩვენი საზოგადოების დანარჩენი 99%-ის თვალში, ვისაც ეს არ შეეხო, ასეთი მოქმედება მხარდაჭერილი იქნება. აბა რა ეგონათო! ნაკლებად აინტერესებს ვინმეს ამ ქონების კანონიერება ან მართლა მდიდრებია თუ ღარიბები იმ 1%-ის დატერორებული მესაკუთრეები. ასეთი უმეცარი ქმედება, შესაძლოა ერთჯერადად, პოპულისტურ საარჩევნო ხმებს სამწუხაროდ მართლაც უზრუნველყოფს, მაგრამ უმოწყალოდ ანგრევს ეკონომიკას და მთლიანად ქვეყანას.
ამ ფონზე მტრის მოქმედების საიდუმლო სქემა დაახლოებით ასეთია: მისი აგენტები, უგუნურ `მოხალისეებთან~ ერთად, შესაფერის მომენტებს იყენებენ და პოლიტიკურ ელიტაში მყოფ პირების (შესწავლილი და დასაყრდენად `ვარგისი~ ფსიქოტიპების) ყურადღებას მიაპყრობენ კერძო საკუთრებაში მყოფ ამა თუ იმ ქონებას. მათშიც და მასებშიც ამკვიდრებენ აზრს, რომ ადრე ეს ქონება ჩალის ფასად ე.ი. უკანონოდ იყო მიღებული. ამ წინადადების პირველი ნაწილი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უთუოდ სწორი იქნება, ვინაიდან არა მარტო ჩვენთან, ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ძირითადი ფონდების საბაზრო ფასები სწრაფად იზრდებოდა, იზრდება და კიდევ კაი ხანს გაიზრდება (დღეს მაგალითად სოფლის მიწები რამდენიმე თეთრი, ანუ პირდაპირი გაგებით ჩალის ფასია და მას დიდი ენთუზიაზმით მაინც არ ყიდულობს ხალხი), წინადადების მეორე ნაწილი კი უფრო წინასწარგამიზნული, მზაკვრული ტყუილია, მაგრამ ეს აზრი, `ზემოთ~ შეთანხმების შემდეგ, ჩვენთან არსებულ რეალობაში, მით უმეტეს `მცირედი წახმარებით~ ადვილია `პოლიტიკურად აღიარებულ და დადასტურებულ სიმართლედ გადაიქცეს~. მით უმეტეს თუ იქვე ითქმება, რომ არის ინვესტორი, რომელიც მზადაა ამ ქონებაში რამოდენიმე მილიონი, დღევანდელ საბაზრო ფასზე ცოტა მეტიც კი გადაიხადოს და `საეჭვო~ მესაკუთრეს კი არა, ბიუჯეტს მიუვა ფულიო.
თან საკითხავია, ყიდვას მართლა ინვესტორი თუ ფარულად იგივე მტერი აფინანსებს. რეალური ინვესტორი ქონებას უთუოდ პირდაპირ მესაკუთრისაგან იყიდდა. სანამ სახელმწიფოს მიმართავდა, თუ მართლაც შესყიდვა და არა საკუთრების უფლების შელახვა იყო მისი მიზანი, ჯერ შეევაჭრებოდა მაინც მესაკუთრეს. სოლიდური ინვესტორი სახელმწიფოს არ აკადრებს ჩემი ბროკერი იყავიო.
გავიხსენოთ განვლილი წლებიც. მოწოდებები, ყველას აქტიური მონაწილეობა მიეღო პრივატიზაციაში, შეძლებისდაგვარად სწრაფად გარდაექმნათ ქვეყანა და თვითონაც გამდიდრებულიყვნენ. ყოველთვის ისმოდა სტანდარტული კითხვა: `დღეს, სხვა სასურველი დაბანდების მაგივრად, ჩვენი დანაზოგები პრივატიზაციის პროცესში რომ გავიმეტოთ, წლების შემდეგ, როცა ამ ქონებას ფასი დაედება, არ წაგვართმევენ?~.
პასუხებიც სტანდარტული იყო: _`ნუ შიშობთ, კანონიერად შესყიდულ ქონებას ვერავინ წაგართმევთ, ცივილიზებული სამყარო, რომლისკენ ჩვენც მივისწრაფვით, არ დაუშვებს კერძო საკუთრების ხელყოფას~; _`არც ერთი ხელისუფლება, თუ ქვეყნის და თავისი თავის მტერი არ იქნა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასული ქვეყნის საფუძველთა საფუძველს ანუ კერძო საკუთრების დაცულობის შეგრძნებას არ შეარყევს~.
დღეს ყველას, ვინც თვითონ არ მონაწილეობდა ამ პროცესებში, ადრინდელ მასობრივ პრივატიზაციაზე დამახინჯებული და უსაფუძვლოდ ცუდი წარმოდგენა აქვს, ასეთები კი ჩვენს საზოგადოებაში დიდი უმეტესობაა.
გადაცდომები და კორუფცია პრივატიზაციის პროცესში უცხო ხილი არ იყო და ალბათ არც ახლაა, მაგრამ უფრო ინდივიდუალური მიდგომების დროს და არა მასობრივი პრივატიზაციის პროცესში.
იმ, მართლა ძნელ, განვლილ წლებში ვინც საზღვარგარეთ ვერ შეძლო თავის შეფარება, ზოგმა თაღლითობით და ბანდიტობით ირჩინა თავი, ზოგმა `პირამიდებში~ ეძება მოგება, ზოგმა თანამდებობა იყიდა და ქრთამით და უკანონობით გამდიდრდა, ზოგმა გარდაუვალი კანონდარღვევებით სავსე და სარისკო სამეწარმეო საქმიანობა არჩია, ზოგი მინიმალურად საჭირო (ხანდახან კი უზომოდ დიდი) უცხოური `გრანტების~ ან ქართული საჩუქრების მოპოვებამ დაარჩინა, ბევრმა ოჯახის ქონება უშედეგოდ გაფლანგა, ზოგი კი საჯაროდ, კონკურენტულ აუქციონზე გაღებულმა ინვესტიციებმა, საკუთარი მწირი სახსრებით შესყიდული ქონების გაძვირებამ გაამდიდრა. ცივილიზებულ ქვეყნებში სწორედ ამ უკანასკნელ გზაზე მიღწეული წარმატებაა ავტორიტეტული და მისაბაძი.
პირველ წლებში თუ ინვესტორებს მოგება არ ჰქონდათ, მაშინ შეძენილი ზოგი აქტივის ფასმა, ჩამკვდარი პრივატიზაციის პროცესის და შესაბამისად საფონდო ბაზარის გაეცოცხლებისა და გააქტიურების შემდეგ, ვარდების რევოლუციის მერე, მკაფიოდ მოიმატა და მაშინდელმა რისკიანმა დაბანდებებმა დაიწყო გამართლება.
ბევრი მილიონი პრივატიზებული აქტივიდანY90%-ზე მეტს თუ დღემდე ერთი თეთრიც არ მოუტანია, სამაგიეროდ მცირე ნაწილმა აქტიურ ინვესტორს მნიშვნელოვანი მოგება მისცა. სამეწარმეო აქტივობას და რეინვესტირებას გაუჩნდა მცირე საყრდენი. ერთეულმა აქტივებმა გაამართლა, მაგრამ წარმოიქმნა სხვა პრობლემა.
უაპელაციოდ ჩაითვალა, რომ აქტივი, რომლის ფასი მრავალჯერ, ვთქვათ ათჯერ ან ასჯერ გაიზარდა და დღეს დიდია, აუცილებლად თაღლითურად იყო მიღებული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ექვემდებარება. არც კი დაინტერესებულა ვინმე თუნდაც იმავე სუბიექტის სხვა, ასჯერ და ათასჯერ გაუფასურებული, საერთოდ განულებული აქტივებით და დაკარგული ინვესტიციებით. საერთოდ, ხალხის გაღატაკების ძირეული მიზეზებით.
დანაშაულის ყველა ჩამდენი, უთუოდ დაუნდობლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ამავე დროს ყოველგვარი შურის წაქეზების გარეშე, ძალიან ხმამაღლა, ყველას გასაგონად უნდა გაცხადდეს, რომ პატიოსანი ქმედებით მიღებული ყველა ქონება ხელშეუხებელია, მით უმეტეს პრივატიზაციის პროცესში შიდა ინვესტორთა კანონონიერი წარმატება განსაკუთრებით მოსაწონი და მისაბაძია.
ვფიქრობ დღეს კანონდამრღვევთა დასჯაზეც კი უფრო გადაუდებლად საჭიროა ამ გზით გამდიდრების შექება, პოპულარიზება და საზოგადოებისთვის მათი (არა მარტო `კრიშიანთა~) ღირსეულად წარმოჩენა. მოქალაქეთათვის მეტად საამაყო და მისაბაძი უნდა გახდეს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი თავისათვის სასარგებლო საინვესტიციო აქტიურობა. სიღარიბის ჭაობში ჩათრეულებს ზემოთ ამოსვლის გზა უნდა ვუჩვენოთ და არა პირიქით!
შიდა ინვესტიციები ქვეყნის უმთავრესი საყრდენია. კორპორაციული და დივერსიფიცირებული დაბანდების მომგებიანი შესაძლებლობიდან მათი გათიშვა დღევანდელი რეალობის დიდი ნაკლია! გარედან მოსული, თუნდაც არამტრული ინვესტიციების თუნდაც გიგანტური მასშტაბებიც კი შინაური და მასობრივი წარმოშობის ინვესტიციებს ვერ ჩაანაცვლებს, რამეთუ ფაქტობრივი შინაარსით უცხოური ინვესტიცია მაინც ერთგვარი სესხია და საბოლოო ჯამში, პერმანენტულად, ადრე თუ გვიან, შიდა ინვესტორების გამოსასყიდია. ფასთა სხვაობით და უცხოელის საბოლოოო მოგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ "სესხს" "პროცენტიც" მაღალი აქვს. უბრალოდ იმითაა უკეთესი, რომ ქვეყანას საგარეო ვალად არ აწვება, დაფარვას და მომსახურების თანხებს ქვეყნის ბიუჯეტიდან არ ითხოვს. მისით მიაქვს მოგება (ან ზარალობს). 
დივერსიის დროს მტერს აწყობს კიდეც შიდა ინვესტორთა ქონება დღეს უფრო ძვირად, ვთქვათ 5 მილიონად იყიდოს და ხვალვე თუნდაც 4-ად გაყიდოს, ოღონდ კი საკუთრების დაცულობა შეგვილახოს, შიდაც და სხვაც, ყველა ნამდვილი ინვესტორი დაგვიშინოს.
ჩვენი დასკვნა ასეთია: ერთის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია ძირფესვიანად გამოიკვლიოს ვინ ახდენს ამ მიმართულებით მცდარი, ანტიკონსტიტუციური ქმედებების პროვოცირებას, წაქეზებასა და წახალისებას; დროზე უნდა მოხდეს სულ მინიმუმ ერთი-ორი შეცდომის მაინც მიგნება და აღიარება, მიყენებული ზარალის მაქსიმალურად შესაძლებელი მორალური და მატერიალური კომპენსირება; მთელი ხელისუფლებისაგან, არა მხოლოდ პრეზიდენტის პირით უნდა მოხდეს ჯანსაღი პოზიციის დეკლარირება. მეორეს მხრივ, უსამართლოდ დაზარალებულებმაც და ოპოზიციამაც, რაც არ უნდა ძნელი იყოს ამ უკანასკნელთათვის თავის გამოჩენის ასეთი შანსის გაშვება, ამ დანაშაულებრივი შეცდომების მეტად კონკრეტული გახმაურებისაგან როგორმე მაინც თავი უნდა შეიკავონ.
როცა ქვეყანას საბოლოოდ დავიბრუნებთ და `ჯაჭვებსაც მოვისვრით~, ძველი ღალატი მერე ყველას სრულად მოეკითხება.

ექსპერტი ვანო ჩხაიძე -
"ისკანდერი" თებერვალი, 2007

სტატიას ვუძღვნი 37-ში დახვრეტილ ბაბუას, ივანე ჩხაიძეს, რომელიც "ეშმაკის მათრახში" "ისკანდერის"  ფსევდონიმითაც იბეჭდებოდა 

© 2009 Designed by T.J