Friday, Sep 10th

Last update07:54:58 AM GMT

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
You are here::

საქართველოს Millenium Challenge კომიტეტს

E-mail Print
There are no translations available.

საქართველოს Millenium Challenge კომიტეტს

საპროექტო წინადადება

MCC-თვის წარსადგენი საბოლოო საპროექტო წინადადებისათვის

წინასიტყვაობა - მიმოხილვა


ეს მიდგომა პასუხობს პროგრამის მიზნებს და აკმაყოფილებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კრიტერიუმებს.
დღეს საქართველოს საფონდო ბაზარზე ფასები იმდენად დაბალია, რომ ამ ბაზარზე კერძო ქონების გასაყიდად მიწოდება ფაქტობრივად არ ხდება (არსებობს ერთეულოვანი შემთხვევები, განპირობებული, მაგალითად, ოჯახის წევრის ავადმყოფობით, სხვა მოულოდნელი მძიმე გაჭირვებით და/ან განსაკუთრებული, არაორდინალური მიზანშეწონილობებით).

იმ შემთხვევაში, თუ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით სახელმწიფო განახორციელებს ამ მიდგომას, სულ ცოტა ათჯერ გაიზრდება ძირითადი ფონდების საბაზრო(!) ფასები, იპოთეკური საფუძვლებით მოზიდული ინვესტიციების საერთო მოცულობა გადააჭარბებს 6-7 მილიარდ აშშ დოლარს, მკვეთრად გაიზრდება სამეწარმეო სიმძლავრეების ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და კონკურენტუნარიანობა;

პროექტის განხორციელება ითხოვს მოკლე კანონის მიღებას და საერთოდ არ შეიცავს რაიმე სირთულეს, მაგრამ ამ საპროექტო წინადადების შეფასებისათვის და მისი საკვანძო მომენტების იმ დონეზე გაცნობიერებისათვის, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი მიიღოს, საკმარისი გამოცდილება არ არსებობს. მხოლოდ ცნობილი მიდგომების მკაცრი ოპონირების პირობებში, კითხვა-პასუხის საკმაოდ ვრცელ რეჟიმში ხდება შესაძლებელი ამ მიდგომის (გარკვეულწილად მოულოდნელის) საკმარისი სიღრმით გააზრება.
თუ საქართველოს კომიტეტი იმ დონეზე დარწმუნდა პროექტის კონკურენტუნარიანობაში, რომ ქვეყნის სახელით, სათანადოდ დახვეწილი ფორმით შეიტანა ის Mჩჩ-ისთვის წარსადგენ საბოლოო წინადადებაში, მისი არსის გაგება, Mჩჩ-ის მაღალი რანგის ექსპერტებისთვის, ნაკლებად რთული იქნება – იმედია მოხდება მართლაც ათასწლეულის მასშტაბის გამოწვევის საპასუხო გამოწვევის მიღება;

პროექტის დაფინანსება შეუძლებელია კერძო სექტორის ინვესტიციით ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით. პირიქით, მისი წარმატებით განხორციელება გულისხმობს ინვესტიციების ზრდას კერძო სექტორში და შემოსავლებს ბიუჯეტში;
პროექტი ხასიათდება უპრეცედენტო, მრავალმხრივი პოზიტიური ეკონომიკური ეფექტით. შედარებით ვრცლად ამ მიდგომის შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება ვებ-გვერდზე
www.vano.com.ge

ამჯერად შევეცდებით ძირითად შტრიხებში წარმოგიდგინოთ ჩვენი საპროექტო წინადადება. მასში თითქოს უმთავრესი ისაა, რომ პროექტი პრივატიზაციის პროცესის დასრულების და საგადასახადო გარემოს მოწესრიგების უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია შედეგად მიღებულ საბაზრო, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს მკვეთრი, ნახტომისებური გაუმჯობესება, ტექნოლოგიური სრულყოფისა და შესაძლებლობათა რეალიზაციის ფართო სპექტრის შექმნა. მივიჩნევთ, რომ ესაა უმოკლესი გზა სამართლიანი მმართველობის, სიღარიბის დაძლევის და ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველსაყოფად.


პროექტის დასახელებ

საპროექტო წინადადების დასახელება შეიძლება იყოს "პოსტკომუნისტური საქართველოს მწვავე პრობლემების მარტივი გადაწყვეტა" ან რაღაც ამდაგვარი.

1. პროექტის აღწერა

1.1. რას გულისხმობს პროექტის განხორციელება?
პროექტის განსახორციელებლად საკმარისია მიღებულ იქნეს მოკლე კანონი შემდეგი მექანიზმით:
1) ხდება საპრივატიზაციო ფულის შემოღება, რომელიც იქნება კანონიერი გადახდის საშუალება (ლარის თანაბრად) მხოლოდ საპრივატიზაციო ობიექტის შეძენის დროს;
2) საპრივატიზაციო ფული მიეცემა მხოლოდ გადასახადების გადამხდელებს, ზოგიერთი გადასახადის სახით გადახდილი თანხის სიდიდის ჯერადი ოდენობით.

1.2. პროექტის მიზნები
ა) ქვეყანაში არსებული ძირითადი ქონების _ შენობების, მიწების, არსებული კომუნიკაციების, აქციების და ა. შ. (ძირითადი საფონდო რესურსის) საბაზრო ფასის (პირობითი საფონდო ინდექსის) მნიშვნელოვანი ზრდის მიღწევა.
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებელი მკვეთრი ზრდა და აგრეთვე მოწესრიგებული (ზომიერად ლიბერალური და მარტივი) საგადასახადო გარემოს უხიფათოდ მიღება.
რეალური შედეგის უმოკლეს ვადაში მიღება საკუთარი შესაძლებლობებით, ფინანსური და მატერიალური დახმარების, ხარჯების და, რაც მთავარია, რაიმე არსებითი რისკის გარეშე.

1.3. პროექტის მთლიანი ღირებულება და ხანგრძლივობა
თვით პროექტის განხორციელება რაიმე მნიშვნელოვან თანხებს არ საჭიროებს _ მხოლოდ მაკროეკონომიკურ გააზრებას (საერთაშორისო ავტორიტეტული ექსპერტების მხარდაჭერას) და ადგილობრივ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს, _ მაგრამ იმისათვის, რომ `კომპენსირებულ იქნეს ვირტუალური დანაკარგი, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტების ფულზე გაყიდვის შედეგად ბიუჯეტში შემოსავლად (მცდარად(!)) იგეგმება~ და ამით გაიოლდეს ღონისძიების გატარება, სასურველი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელების წასახალისებლად ქვეყანას გამოეყოს გრანტი 300-500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით უახლოესი 2 წლის განმავლობაში.
ამ პერიოდში მიღებული მაკროეფექტი ნათლად წარმოაჩენს, რომ ქვეყანას საკუთარი წყაროები მრავალჯერ უფრო მეტი ჰქონია და საჩუქრებს აღარ საჭიროებს. პირიქით, თვითონ შეიძლება იქცეს დონორ ქვეყნად.


2. პროექტის მნიშვნელობა და მიზნები


2.1. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ პროექტის განხორციელება?
მთელ პოსტკომუნისტურ სივრცეში, და არა მარტო საქართველოში, საფონდო ბაზარი პოტენციურად შესაძლო მასშტაბით ვერსად ფუნქციონირებს.
ეს პრობლემა უმნიშვნელოვანესია იმდენად, რამდენადაც საფონდო ბაზარი (ფართო გაგებით, თუნდაც სტიქიური) ეს ის სფეროა, რომლის გარეშე ვერ ფორმირდება ეკონომიკური ზრდის ფინანსური წყაროები, ვერ კონცენტრირდება და გადანაწილდება საინვესტიციო რესურსები. ვერ ხორციელდება პროცესი, როცა ინვესტიციები ავტომატურად მოედინება და მიიმართება მეურნეობის ყველაზე ეფექტიან სფეროებში. აქტიური საფონდო ბაზრის გარეშე საბაზრო ეკონომიკა უნაყოფოა.
პრობლემაა ასევე დასაბეგრი ბაზის ლეგალიზაცია, რის გარეშე ვერც ერთი საგადასახადო სისტემა ვერ მუშაობს, სახელმწიფო ვერ ახერხებს აუცილებელი პროგრამების დაფინანსებას.

2.2. როგორ გავლენას მოახდენს პროექტი სიღარიბის დაძლევაზე?
საფონდო ბაზრის გაცოცხლება, მისთვის ლიკვიდურობის დაბრუნება, გარდა სხვა ცნობილი ეკონომიკური სიკეთეებისა, უშუალოდაც გაამდიდრებს საზოგადოებას.
დღეს ჯერ კიდევ გვყავს საკუთრების მფლობელთა შესაშურად ფართო ფენა. მიუხედავად სიდუხჭირისა, უმეტესობამ შეინარჩუნა ბინა, აგარაკი და ა.შ. თვით აშშ-ში ან, ვთქვათ, საბერძნეთში საზოგადოების დიდი და საკმაოდ წარმატებულად დასაქმებული ნაწილიც კი "კრედიტით" ცხოვრობს. "კრედიტში" ან ქირით აქვთ შესაძლოა უკეთესი, მაგრამ მაინც არა საკუთარი სახლი, მანქანა, აგარაკი თუ იახტა. ჩვენი სივრცის უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ თითოეული ჩვენთაგანის კერძო საკუთრებაში არსებულ ძირითად ქონებას გამოცლილი აქვს კუთვნილი საბაზრო ფასი. ქონება გვაქვს, სიმდიდრე -არა.
პროექტით ერთიათად იზრდება ჩვენში გაუფასურებული საფონდო რესურსის საბაზრო ფასი. ცხადია, ქვეყანას ბუმბერაზი სიმდიდრე შეემატება. ზუსტად იგივე ქონების მქონე ქვეყანა და თითოეული მესაკუთრე ბევრად მდიდარი გახდება. შეუფერებელი ანალოგიით, მაგრამ საბოლოო შედეგით დაახლოებით ისევე, _ დიდი ხანი უყურადღებოდ მიგდებული ნახატი მცირე ნაკლის მქონე "რემბრანდტი" ან "გოგენი" თუ აღმოჩნდა, ზუსტად იგივე ქონების პატრონი უცებ მდიდარი ხდება.
მთავარი ისაა, რომ ამ სისტემით შემომატებული სიმდიდრე, თავიდანვე, უფართოესი სპექტრით ნაწილდება ხალხში. მოძლიერებული და ბაზრის საკითხებში უკვე საკმაოდ გაცნობიერებული, ძლიერი და გააზრებული ინიციატივების მქონე საზოგადოება იპოთეკური კრედიტების მოზიდვის გაჩენილი შესაძლებლობებით დიდ წარმატებებს მიაღწევს, უკეთ დაფინანსდება სახელმწიფო პროგრამებიც და ხელისუფლებასაც მკაცრად მოეთხოვება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
განვიხილოთ პრივატიზაცია ვიწრო, მერკანტილური რაკურსითაც.
უკვე დაგროვილი საკმაო გამოცდილებით ცხადია, რომ რაც უფრო მეტმა ვერ გაიგო საზოგადოებაში, რომ მასობრივი პრივატიზაციის პროცესში შეძენილი ნებისმიერი საკუთრება მომავალში დიდი სიმდიდრეა, მით უფრო იაფად უფრო დიდი ქონების მქონენი გახდნენ ის ერთეული სუბიექტები, რომლებმაც გაბედული და აქტიური მონაწილეობა მიიღეს პრივატიზაციის პროცესში. მათ არ დაენანათ საკუთარი, დასაწყისში საკმაოდ მწირი საწყისი რესურსის ამ პროცესში დაბანდება და გიგანტური ქონების მესაკუთრენი გახდნენ. სიმდიდრით შორს ჩამოიტოვეს კომუნისტურ წარსულში ქრთამებით გალაღებული ფუნქციონერები და ჩინოვნიკები, რომელთაც დასაწყისში მათზე განუზომლად მეტი სასტარტო შესაძლებლობები ჰქონდათ, რათა თუნდაც მასობრივი პრივატიზაციის პროცესში შეეძინათ იგივე ქონება. ნებისმიერი, პოსტკომუნისტურ სივრცეში წარმოქმნილი, ჩვენთვის ცნობილი ოლიგარქი ამის ცოცხალი დასტურია. მათი ქონების ძირითადი ნაწილი სწორედ ასეა მოპოვებული.
ჩვენი საპროექტო წინადადების ერთ-ერთი მარტივი მიზანი ისიცაა, რომ საქართველოში შუა გზაზე შეწყვეტილ და ამჟამად განახლებულ პრივატიზაციის პროცესს მაქსიმალურად მასობრივი ხასიათი დაუბრუნდეს. საფონდო ბაზარზე მიწოდების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, ხელოვნურად გავზარდოთ მასობრივი მოთხოვნა. ერთეულების ძალიან გამდიდრების ნაცვლად მივიღოთ ზომიერად მდიდარი ბევრი ადამიანი, ნურავის დავუკარგავთ შესაძლებლობას თუნდაც უმცირესი, მაგრამ დღევანდელზე მნიშვნელოვნად მეტი მონაწილეობა მიიღოს "გარანტირებული გამდიდრების" ამ საყოველთაო პროცესში.

3. პროექტის გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი

პროექტის უმთავრესი და გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი, ვფიქრობთ, ისაა, რომ ქვეყანა შეუქცევადად მიიღებს თავისუფალ და მზარდ ეკონომიკას.

4. პროექტის განხორციელება

პროექტის წარმატებულ განხორციელებას არსებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში იოლად უზრუნველყოფს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება და უშუალოდ მათი კომპეტენციის საკითხებში _ ეკონომიკის სამინისტრო (სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ფუნქციებით), ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკი და იუსტიციის სამინისტრო.
პროექტის საფუძვლიანი გარჩევის შედეგად ნათელი ხდება, რომ მისი განხორციელება რაიმე მნიშვნელოვან რისკებთან არ არის დაკავშირებული.

4.1. კრიტერიუმები, რითაც შეიძლება შეფასდეს პროექტი
პროექტის ეფექტიანობა შეიძლება შეფასდეს, უპირველეს ყოვლისა, საფონდო ბაზრის აქტიურობის და ძირითადი საფონდო რესურსის საბაზრო ფასის, პირობითი ერთიანი საფონდო ინდექსის ზრდით. ამასთან ერთად, დასაბეგრი ბაზის თვითლეგალიზაციის წახალისებით შევძლებთ მივიღოთ უფრო მარტივი და უფრო ლიბერალური საგადასახადო გარემო ბიუჯეტში ანარიცხების მკვეთრი ზრდის ფონზე და არა მის მოლოდინში.
შედეგის შეფასება შესაძლებელი იქნება აგრეთვე საინვესტიციო გარემოს გააქტიურებით, სამეწარმეო აქტივობის ამაღლებით, ანუ მოზიდული ინვესტიციების, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული სუბიექტების, ფინანსური სახსრებისა და დასაქმებულების ელემენტარული დათვლით, მიღებულის დღეს არსებულთან შედარებით.
რეზერვი დიდია და ამ სისტემის ამოქმედება პირველ ეტაპზე მოგვცემს სულ მცირედი: საფონდო რესურსის საბაზრო ფასის 10-ჯერ, დასაბეგრი ბაზის 3-ჯერ, ხოლო მოზიდული ინვესტიციების 50-ჯერ ზრდას. შესაბამისად გაიზრდება სამეწარმეო აქტივობა და დასაქმება. საშუალება მოგვეცემა დავივიწყოთ ბიუჯეტის დეფიციტი, რეალურად და უმტკივნეულოდ შევამსუბუქოთ მოქმედი ბეგარის სიმძიმე გადასახადების რაოდენობისა და პროცენტული სიდიდის შემცირებით, წავახალისოდ სამეწარმეო აქტივობა.
შედეგად, ვფიქრობთ, ნათლად გამოიკვეთება მაკროეკონომიკური და შესაბამისად, ფინანსური სტაბილიზაციისაკენ მიმავალი ვექტორის კონტური.

4.2. რა შედეგებს მივიღებთ?
_ პოლიტიკური არსით მომგებიანია. პირველი მცირე გაოცებისა და გააზრების შემდეგ საზოგადოება მოიწონებს ისეთ ცვლილებებს, რომლის საფუძველზე თითოეული მკაფიოდ შეიგრძნობს საკუთარი ფინანსური სიძლიერისა და დამოუკიდებლობის მატებას. უფრო გამჭვირვალე გახდება ამა თუ იმ მეურნე სუბიექტის წარმატება ეყრდნობა თუ არა კანონიერ და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობას. მოხსნის გაუთავებელ ინტრიგებს, ავყიაობასა და ეჭვებს. დიდი სიმდიდრე, როგორც ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული, ნელ-ნელა გახდება დიდი ცოდნისა და პატიოსანი პროფესიონალიზმის ნიშანი;
_ ეს აღარაა ნახევარზომა. იგი დიდწილად ანეიტრალებს ეკონომიკის `ჩრდილოვან~ ნაწილში დარჩენის ინტერესსა და სურვილს;
_ ამით საფონდო ბაზარი იმ დონეზე გაცოცხლდება, რომ ბოლოსდაბოლოს პრაქტიკულად და ნაყოფიერად გადავალთ უკვე დემონტირებული ცენტრალიზებული გეგმური ეკონომიკიდან საბაზროზე. სასიკეთოდ შეიცვლება საკუთრებრივი ურთიერთობები, მეურნე სუბიექტების ფუნქციონირების და ფინანსური კავშირების ფორმები, შედეგებისადმი საზოგადოების ყველა ფენის დაინტერესების ხარისხი. ფუჭ ადმინისტრირებას ჩაენაცვლება საკრედიტო ხასიათის თვითმართვადი და გამჭვირვალე ეკონომიკური მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს საბაზრო სუბიექტების ეკონომიკური თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის განუყოფელობას, სამეწარმეო აქტივობისა და საბიუჯეტო შემოსავლების ერთობლივ მკვეთრ ზრდას, ჩრდილოვანი ეკონომიკის შევიწროებას, სოციალური და სხვა სახელმწიფო პროგრამების ღირსეულ გაფართოებას, საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, ეკონომიკური სისტემის მდგრადობას;
_ რამდენიმე თვეში (!) გადავიქცევით სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე კაპიტალისტურ ქვეყნად. ეს მიდგომა, ერთის მხრივ, ყველაზე თამამ შეპირებებთან შედარებითაც კი მრავალჯერ მეტ სიკეთეს უქადის როგორც მეწარმეებს, ისე მოსახლეობას და მთლიანად სახელმწიფოს, ხოლო, მეორეს მხრივ, უკიდურესად პრაგმატულადაა გათვლილი და სრულიად რეალისტურია.
გასაგები მიზეზების გამო, უამრავი ოპონენტი, მოსალოდნელია, რომ ეჭვის ქვეშ დააყენებს შედეგის მიღების ვადის სიმცირეს. მეტიც, მითითებული `რამდენიმე თვე~ მათთვის გახდება მთელი ნაშრომის არაკომპეტენტურობის და გადაჭარბებული, უსაფუძვლო ოპტიმიზმის მიმანიშნებელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ არა თუ ამ ტიპის და მასშტაბის, არამედ ბევრად უფრო უმნიშვნელო სახელმწიფო გადაწყვეტილებებზეც კი ფასები საფონდო ბაზარზე და, შესაბამისად, მთელი ეკონომიკა ელვისებურად რეაგირებს. ჩვენ რომ რეფორმადასრულებული, ჩვეულებრივი საბაზრო ქვეყანა ვიყოთ, მაშინ საფონდო ბაზარზე ფასების ზრდას და სხვა, აქედან ავტომატურად მიღებულ, დადებით ცვლილებებს, რამდენიმე თვეში კი არა, წუთებში, საათებში მივიღებდით. ერთ ორ დღეში, ქვეყანაში მკვეთრად გაუმჯობესდებოდა ეკონომიკური პარამეტრების მთელი სპექტრი. `რამდენიმე თვე~ სწორედ იმის გათვალისწინებითაა ნათქვამი, რომ გარკვეული მცირე ვადა ცვლილებების გასაცნობიერებლად ჩვენი ბაზრის მონაწილე სუბიექტებს უთუოდ დაეკარგებათ, მაგრამ `ჯაჭვური რეაქცია~ შედეგს დიდად არ დააყოვნებს, ერთეულებს ათასები მიბაძავენ;
_ ღონისძიება დადებით მომენტებთან ერთად არ შეიცავს თანმდევ საშიშროებებს, ტექნიკურად მარტივია, არ ითხოვს დაფინანსებას, დაკანონების შემდეგ თვითრეგულირებადია და აღსრულების პროცესს არ დასჭირდება მუდმივი სახელმწიფო მონიტორინგ_პატრონაჟი.

ვანო ჩხაიძე - საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტი, მათემატიკოსი და ეკონომისტი

თეიმურაზ ტორონჯაძე - ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  კავკასიის ბიზნეს სკოლის ფინანსების პროფესორი 
 ივლისი 2004 წელი 

 

 

© 2009 Designed by T.J